Saturday, April 26, 2014

,,ინტელის" ტრენინგი, მე-4 დღე

ვისწავლე, როგორ ვაქციო ბროშურა, სერტიფიკატი და მოსაწვევი სურათად, როგორ გადავუღო სურათი და მერე გავათავსო პრეზენტაციაში, ბლოგზე ან სხვაგან...ძალიან კმაყოფილი ვარ! ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონსა და შეფასებაზე. მინდა ჩემს ბლოგზე განვათავსო  საინტერესო მასალები. იმედია, მოვიცლი ამ საქმისთვის...  



Sunday, April 13, 2014

,,ინტელის ტრენინგი", მე-3 დღე

დღეს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კერძოდ, ინტერნეტსივრცეში დოკუმენტების მართვა. ძალიან პრაქტიკული და აუცილებელი ცოდნა შევიძინე, თუმცა ხშირად თუ არ მივუბრუნდი, შეიძლება დამავიწყდეს...

Saturday, April 12, 2014

,,ინტელის" ტრენინგი, მე-2 დღე

დღეს წარვადგინეთ ჩვენი მომავალი პროექტის თემები და მასთან დაკავშირებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. თემად შევარჩიე ,,კერპების მსხვრევა". თემების პრეზენტაციის შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში და გავაკეთეთ სერტიფიკატის, ბროშურისა და მოსაწვევის ნიმუშები. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, მასში ინფორმაციის განთავსებაზე და სხვა მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო.

,,ინტელის" ტრენინგი, 1-ლი დღე

6 აპრილს პირველად მივედი ,,ინტელის" ტრენინგზე. ძალიან მომეწონა. თურმე რამდენი საინტერესო მასალა არსებობს ინტერნეტსივრცეში და მე არაფერი ვიცოდი დღემდე!ტრენერმა დაგვავალა შევარჩიოთ პროექტის თემა. უამრავი იდეა მიტრიალებს თავში. არ ვიცი, რომელზე შევაჩერებ ყურაღებას, მაგრამ ვეცდები, საინტერესო გამოვიდეს...