Monday, May 12, 2014
,,ინტელის" ტრენინგი, მე-9 დღე
დღეს პროექტის პრეზენტაციები გვქონდა. ვფიქრობ, არც ისე ცუდი ნამუშევარი წარვადგინე. კმაყოფილი ვარ... მადლობა ამ მშვენიერი, ნაყოფიერი ტრენინგისთვის!
,,ინტელის" ტრენინგი, მე-8 დღე
ვისწავლე drive-ზე ანკეტის ფორმების შექმნა და მართვა. ასევე ვისაუბრეთ exell-ის ცხრილებთან მუშაობის შესახებ. ხვალისთვის ბევრი საქმე მაქვს
,,ინტელის" ტენინგი, მე-7 დღე
ვისწავლეთ სანიშნეების, ანუ ჩეკლისტების დამზადება, ასევე ნასრომის ყდის შექმნა, გავეცანით google-ს სერვისებს. განსაკუთრებით მომეწონა რუკის გამოყენების საშუალებები ექსკურსიის დასაგეგმად.ჩამოვალიბდით, რა მასალა უნდა მოვამზადოთ პროექტის სააბოლოო სახის მისაღებად. ძალიან უნდა მოვიდომო, რომ პროექტი სრულყოფილი გამოვიდეს.
Sunday, May 4, 2014
Saturday, May 3, 2014
,,ინტელის" ტრენინგი, მე-6 დღე
დღეს ვისწავლეთ სქოლიოსა და სარჩევის გაკეთება. ასევე გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს. პრეზენტაცია კი მაინც ვერ ავტვირთე...
,,ინტელის" ტრენინგი, მე-5 დღე
დღეს გავიგეთ slideboom-ის არსებობა, სადაც ავტვირთავთ ჩვენს პრეზენტაციებს დაზიანების გარეშე, თავისი ეფექტებითა და მუსიკით და ვიდეოფაილებით, მაგრამ რატომღაც ვერ ავტვირთე ჩემი პრეზენტაცია...იმედია, პრობლემას მოვაგვარებ...
Saturday, April 26, 2014
,,ინტელის" ტრენინგი, მე-4 დღე
ვისწავლე, როგორ ვაქციო ბროშურა, სერტიფიკატი და მოსაწვევი სურათად, როგორ გადავუღო სურათი და მერე გავათავსო პრეზენტაციაში, ბლოგზე ან სხვაგან...ძალიან კმაყოფილი ვარ! ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონსა და შეფასებაზე. მინდა ჩემს ბლოგზე განვათავსო საინტერესო მასალები. იმედია, მოვიცლი ამ საქმისთვის...
Sunday, April 13, 2014
,,ინტელის ტრენინგი", მე-3 დღე
დღეს ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კერძოდ, ინტერნეტსივრცეში დოკუმენტების მართვა. ძალიან პრაქტიკული და აუცილებელი ცოდნა შევიძინე, თუმცა ხშირად თუ არ მივუბრუნდი, შეიძლება დამავიწყდეს...
Saturday, April 12, 2014
,,ინტელის" ტრენინგი, მე-2 დღე
დღეს წარვადგინეთ ჩვენი მომავალი პროექტის თემები და მასთან დაკავშირებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. თემად შევარჩიე ,,კერპების მსხვრევა". თემების პრეზენტაციის შემდეგ ვიმუშავეთ ჯგუფებში და გავაკეთეთ სერტიფიკატის, ბროშურისა და მოსაწვევის ნიმუშები. ასევე ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე, მასში ინფორმაციის განთავსებაზე და სხვა მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო.
,,ინტელის" ტრენინგი, 1-ლი დღე
6 აპრილს პირველად მივედი ,,ინტელის" ტრენინგზე. ძალიან მომეწონა. თურმე რამდენი საინტერესო მასალა არსებობს ინტერნეტსივრცეში და მე არაფერი ვიცოდი დღემდე!ტრენერმა დაგვავალა შევარჩიოთ პროექტის თემა. უამრავი იდეა მიტრიალებს თავში. არ ვიცი, რომელზე შევაჩერებ ყურაღებას, მაგრამ ვეცდები, საინტერესო გამოვიდეს...
Subscribe to:
Posts (Atom)